LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თადუმაძის წყალი აჭარის ტელევიზიას გადაესხა – მრჩეველთა საბჭოს წევრს 4-წლიანი სწავლა 5-ად ჩაუთვალეს

178
70159291-2458955724180639-1564469402668105728-o

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ახალი წევრებიდან უმრავლესობაში „ქართული ოცნების“ კანდიდატები დაინიშნენ.  მათ არჩევას კენჭი აჭარის უმაღლესმა საბჭომ უკვე  უყარა. როგორც ჩანს, ზოგიერთი მოსამართლის წყალი ტელევიზიასაც  გადაესხა. პრობლემა, რომელსაც ვერ ხედავენ მართლმსაჯულების სისტემაში, ადვილი შესაძლებელია ვერ დაინახონ მედიაშიც. თუნდაც განათლების საკითხები და ცნობილი „დიპლომების“ თემა. საქართველოს გენერალურ პროკურორს 4-წლიანი სწავლების გადაკეთებას 5-წლიან პროგრამად თუ არაფრად ჩაუთვლიან, ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრმა რა დააშავა.  კანონი ყველასთვის კანონი იყოს.

უფრო მეტი სიზუსტისთვის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად უმაღლესმა საბჭომ  დღეს  თამილა დოლიძე აირჩია. კანონი მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატს მაგისტრის ხარისხს სთხოვს, ან მასთან გათანაბრებულს. თამილა დოლიძემ ინსტიტუტში 4 წელი ისწავლა, რაც მისი დიპლომიდან ჩანს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 8 ოქტომბერს გაცემულ დოკუმენტში მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატს ჩაუწერა, რომ მან 5 წელი ისწავლა.

თადუმაძის გაჭირვება – შემოდგომის მოსამართლე

თამილა დოლიძის დიპლომის მიხედვით, იგი 1982-1986 წლებში სწავლობდა ბელარუსში, გორკის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში და მიენიჭა რუსული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებლის კვალიფიკაცია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებენ.

კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის სამართლიანობის  პროცესში  ეჭვი ეპარებათ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოშიც.

„პროცესი ისევე, როგორც ბოლო პერიოდში ტელევიზიის გარშემო მიმდინარე მოვლენები, დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს და კიდევ ერთხელ აძლიერებს ეჭვს, რომ ხელისუფლება მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე ზეგავლენის მოპოვებას ცდილობს“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებმა, 24 ოქტომბერს მრჩეველთა საბჭოს შერჩეული კანდიდატების მიმართ უნდობლობაზე განცხადებაც გააკეთეს.

საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერებმა, მაია მერკვილაძემ  ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ეს არის მმართველი გუნდის პირველი ნაბიჯი რომ დააკომპლექტოს მრჩეველთა საბჭო მათთვის სასურველი კანდიდატებით, ხოლო შემდგომი ნაბიჯი იქნება ტელევიზიის დირექტორის არჩევა.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსი ჩაიშალა

„მმართველი გუნდის მიერ უმრავლესობაში წარმოდგენილი „ქართული ოცნების“ წევრები წლის ბოლომდე აირჩევენ ახალ დირექტორს და შეცვლიან საინფორმაციო ბორდს. მათ ჯერ ამისათვის მოამზადეს ნიადაგი. დანიშვნისთანავე ახალ დირექტორს ექნება ორი ვარიანტი; ან დაითხოვს მთელ ბორდს მაშინვე, ან ეს პროცესი ეტაპობრივად  გაგრძელდება. ჩვენი საინფორმაციო გამოშვება დღეში 7-ჯერ გადის და მაყურებელ სისტემატურად მივაწვდით ყველა ინფორმაციას რაც ტელევიზიაში მიმდინარეობს”, – განაცხადა აჭარის სამაუწყებლო ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერმა მაია მერკვილაძემ.

რაც შეეხება მთავარ პრობლემას – ტელევიზიაში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, ამ საკითხთან დაკავშირებით საინფორმაციოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამის მოლოდინი აქვთ და სწორედ ეს არის საინფორმაციო გუნდის ბრძოლის მიზეზი.

პოპულალურები