LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სვანები სიტყვის კაცები არიან და სხვისგანაც საკუთარი სიტყვის პატიოსან შესრულებას მოითხოვენ: კალაძე

189
BeFunky-collage (4)

სვანები განსაკუთრებული მორალური კოდექსის, მაღალი ღირსების მატარებელი, პატრიოტი ხალხი ხართ, ვინც ყოველთვის ერთგულად მსახურებს სამშობლოს და განსაკუთრებით აფასებს ჩვენი დალოცვილი მიწის თითოეულ გოჯს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მესტიაში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კალაძის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, მესტიის მუნიციპალიტეტში სიტუაცია ყველა მიმართულებით უკეთესობისკენ შეიცვალა, თუმცა არსებობს გამოწვევები, რომელთან გამკლავებაც აუცილებელია.

„უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მესტიის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების როგორც მოცულობა, ისე რაოდენობა, შედეგად კი, არა მხოლოდ უცხოელი ტურისტებისთვის, არამედ – ქართველებისთვისაც თქვენი მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ უსაყვარლეს დასვენების ადგილად, დაუსრულებელი თავგადასავლების მხარედ იქცა.

მესტიაში რამდენჯერმე გაიზარდა ტურისტების რაოდენობა, განვითარდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც როგორც თითოეული თქვენგანის შემოსავლებზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკაზეც პოზიტიურად აისახება; რასაკვირველია, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ, რომ თქვენი მხარე კიდევ უფრო მდიდარი, უკეთ მოწყობილი და განვითარებული იყოს, სახელმწიფო სიკეთეებით ყველა თქვენგანმა ისარგებლოთ და თითოეული ოჯახის შემოსავალი კიდევ უფრო გაიზარდოს. რა თქმა უნდა, არც ის გვავიწყდება, რომ ამ გზაზე არსებობს გამოწვევები, რომელთან გამკლავებაც არათუ სასურველი, არამედ აუცილებელია. უკვე აღვნიშნე და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ პირადად ჩემი და ჩვენი პოლიტიკური გუნდის – „ქართული ოცნების“ მხარდაჭერასა და გვერდში დგომას, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უცილებელია მომდევნო წლების განმავლობაში ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებ ადამიანებს და მუნიციპალიტეტს აწუხებს“, – განაცხადა კალაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები