LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუვენირები ევროპის ქვეყნებიდან, რომლებიც დიდ ადგილს არ დაიკავებს

528
Screenshot-2017-09-28-17-00-31-196-com.zentertain.photocollage

სამოგზაუროდ წასული ადამიანი ყოველთვის ცდილობს რომ სახლში დაბრუნებულმა თან საინტერესო სუვენირები წამოიღოს. ეს ნივთები ქვეყნის კულტურას, იქაურ ატმოსფეროს და სასიამოვნოდ გატარებულ დროს უნდა უკავშირდებოდეს.
სპეციალისტებმაც გადაწყვიტეს ყველაზე პოპულარული სუვენირების სია შეედგინათ.

 

ავსტრია
ყველაზე მარტივი – ავსტრიული ტკბილეული. ვენური ვაფლი Manner ან შოკოლადის კანფეტი, ფინანსურად ნამდვილად ხელმისაწვდომია და თან მშვენიერი საჩუქარი იქნება.

 

ბელგია
ტკბილეულის მოყვარულებს ისევ გაუმართლათ: ბელგიიდან წამოღებული ყველაზე პოპულარული სუვენირი – ვაფლი და შოკოლადია. საკმაოდ ბიუჯეტური და თან უგემრიელესი სუვენირის პოვნა ნებისმიერ სუპერმარკეტშია შესაძლებელი. ხოლო, თუკი ბელგიიდან ბარგიანი ბილეთით ბრუნდებით, მაშინ შეგიძლიათ ადგილობრივი ლუდიც გამოაყოლოთ.

 

უნგრეთი
ყველაზე ხშირად ტურისტებს უნგრეთიდან პაშტეტი ან სალიამის ძეხვი მოაქვთ ხოლმე. პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივი ღვინო და ლიქიორიც. სუვენირად უნგრული ხელნაკეთი ნივთებიც გამოდგება.

 

გერმანია
გერმანიიდან ყველაზე პოპულარული სუვენირი ლუდის კათხაა. ასევე ყურადღებას იმსახურებს ნამდვილი გერმანული კოსმეტიკა და ნაციონალური კოსტუმები.

 

საბერძნეთი
საბერძნეთიდან მთავარი სუვენირი ზეითუნის ზეთი და ალკოჰოლური სასმელი უზოა. თუკი სითხეების წამოღებას ვერ შეძლებთ, მაშინ შეგიძლიათ სანელებლები, მაგალითად, ორეგანო წამოიღოთ.

 

ესპანეთი
ყველაზე კომპაქტური და კოლორიტული სუვენირი მუსიკალური ინსტრუმენტი კასტანიეტია. პოპულარობით სარგებლობს ასევე ფლამენკოს ფიგურა, „ბარსელონას“ და „რეალის“ საფეხბურთო კლუბების ატრიბუტიკა და რაღა თქმა უნდა, ხამონი.

 

იტალია
ყველი, ვიჩინა, ღვინო, ზეითუნის ზეთი და ტანსაცმელი. იტალიაში პატარ-პატარა სუვენირებთან დაკავშირებით პრობლემა ნამდვილად არ შეგექმნებათ. გარდა სტანდარტული ნაკრებისა, ყველა ქალაქს თავისი ადგილობრივი სუვენირიც აქვს. მაგალითად, რომიდან ვატიკანის ატრიბუტიკის, მილანიდან კი საფეხბურთო კლუბების ნივთების წამოღებაა შესაძლებელი.

 

ლატვია
ბალტიურ ქვეყანაში ულამაზესი ხელნაკეთი სამკაულების პოვნაა შესაძლებელი. ყურადღება მიაქციეთ ადგილობრივი წარმოების ტანსაცმელსაც, ფასი საკმაოდ მისაღები, ფორმა კი ძალიან საინტერესოა.

 

თურქეთი
ყველაზე პოპულარული და თან პატარა სუვენირი – ამულეტი „ფატიმას თვალია“. ამულეტის ბევრი ვარიაცია არსებობს, დაწყებული ბრელოკებიდან, დამთავრებული სამაჯურებით. გურმანებისთვის კი გარდა სამკაულებისა, თურქული ტკბილეულის შეძენაცაა შესაძლებელი.

 

ჩეხეთი
ლუდი, ჩეხური გრანიტი, კოსმეტიკა, ტკბილეული და ხელნაკეთი ნივთები – ეს არის სტანდარტული ნაკრები, რომლითაც ნებისმიერ ადამიანს გაახარებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები