LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუს-ი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში წამყვან უწყებად დასახელდა

70
52678C95-6F68-44AE-9303-55E41896DF89-w1080-h608

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებია შეფასებული.

დოკუმენტში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული ინციდენტებისა და გამოძიების საკითხებში წამყვან უწყებად არის დასახელებული.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის წამყვანი უწყება ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირებისა და გამოძიების წარმოების კუთხით; არის კარგად აღჭურვილი და კარგად მომზადებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფი განაგრძობს აღჭურვილობისა და ტრენინგების რეგულარულად მიღებას. ტერორიზმის გამოწვევებზე საპასუხოდ ერთიანი სამთავრობო მიდგომის აუცილებლობიდან გამომდინარე, იანვარში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, 2019-2021 წლების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეობით მოქმედი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისია პასუხისმგებელია სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ზედამხედველობასა და შესრულების სტატუსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშების მომზადებაზე. 2019 წელს საქართველომ, ასევე, ჩაატარა წვრთნები, რომლებიც მიზნად ისახავდა იმ უწყებებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების გაძლიერებას, რომელთა მანდატიც დაკავშირებულია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან“- ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ უსაფრთხოების კუთხით, საქართველო კვლავინდებურად რჩება აშშ-ის მტკიცე პარტნიორად. 2019 წელს საქართველო, როგორც „ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის“ დიდი ხნის წევრი, განაგრძობდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველომ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო არაერთ ორმხრივ კონტრტერორისტულ სწავლებასა და ტრეინინგში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო კვლავინდებურად განაგრძობდა სასაზღვრო, საზღვაო და საავიაციო უსაფრთხოების გაძლიერებას. ნოემბერში საქართველოს უწყებებმა მჭიდროდ ითანამშრომლეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან, „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურისა და საქართველოს მოქალაქის – ცეზარ ტოხოსაშვილის, იგივე ალ ბარა შიშანის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკრაინაში დაკავების საქმეზე,”-წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები