LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სურთ, მედია გააჩუმონ და მამაჩემი ციხეში ჩასვან, მოტივია, რომ “ქართულმა ოცნებამ” ჩვენს ოჯახზე შური იძიოს: ვატო წერეთელი

327
8zbdycy4d7nq0j3

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც ავთანდილ წერეთლის შვილი ვატო წერეთელი დაიკითხება.

ვატო წერეთლის ინფორმაციით, მოწმეთა სიიდან ეროვნული ბანკის და ,,თიბისი” ბანკის პრეზიდენტები ამოიღეს.

„საქმიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და „თიბისი“ ბანკის გენერალური დირექტორი როგორც მოწმეები ჩახსნეს. ამ ხალხს არ აინტერესებს ეს საქმე და უნდათ, რომ უბრალოდ გამოიტანონ განაჩენი. მე დღევანდელ პროცესზე მოწმის სტატუსით ვარ მოსული, თუმცა გასაგებია რატომ ხდება ამ პროცესის ფორსირება, სურთ, რომ გააჩუმონ მედია და ჩასვან მამაჩემი ციხეში. მოტივია, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” შური იძიოს ჩვენს ოჯახზე და ტელევიზიაზე”, – აღნიშნა ვატო წერეთელმა.