LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სურგულაძე წავიდა: ვინ იქნება საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი

147
pensia321123-max-700

სახელმწიფო საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი ჭიჭინაძე დაინიშნა. ლევან სურგულაძემ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობა დღეიდან ოფიციალურად დატოვა.

უწყების ინფორმაციით, გიორგი ჭიჭინაძე დირექტორის მოვალეობას 2020 წლის 31 იანვრამდე, ანუ ახალი გენერალური დირექტორის შერჩევამდე შეასრულებს.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ვაკანსია გამოცხადდა — ხელფასი 15 ათას ლარამდე

შერჩეული კანდიდატის ყოველთვიური ხელფასი 10 000-დან 15 000 ლარამდე იქნება.

სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ გადადგომის შესახებ განცხადება 2019 წლის დეკემბერში გააკეთა. გადადგომის შესახებ მოთხოვნა სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ დააკმაყოფილა.სურგულაძეს წასვლის მიზეზებზე დეტალურად არ უსაუბრია. მხოლოდ ის აღნიშნა, რომ “სხვა გეგმები აქვს”, რასაც მოგვიანებით შევიტყობთ.

ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორად გასული წლის სექტემბერში დაინიშნა.

შეგახსნეებთ, საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობაზე 5 წლის ვადით ინიშნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები