LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სურდო, დიარეა, ღებინება – დელტა შტამის სიმპტომები განსხვავდება წინამორბედისგან: მაია ბუწაშვილი

3879
BeFunky-collage

“დელტა” შტამის სიმპტომებს კლინიკურ მიმდინარეობაში მცირეოდენი განსხვავებები ახასიათებს, როგორც მოზრდილებში ასევე ბავშვებში”, – ამ თემაზე ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში” ისაუბრა.

სურდო ნაკლებად ახასიათებდა კოვიდს, თუმცა ეხლა წინა პლანზე წამოვიდა. გარდა ამისა, უფრო ნაკლებად გვხვდება სუნის და გემოს ცვლილება, რაც იყო წამყვანი სიმპტომი. ამჟამად ის უკვე სიხშირით მეცხრე ადგილზე გადავიდა, შედარებით იშვიათად გვხდვება და უფრო მეტად დაემსგავსა კოვიდი ჩვეულებრივ რესპირაციულ ვირუსს. ასევე გვხვდება კუჭნაწლავის სიმპტომები: დიარეა, გულისრევის შეგრძნება და ღებინება”, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

რაც შეეხება “ლამბდა” შტამს, როგორც ინფექციონისტი ამბობს, ერთადერთი, რაც ლამბდა შტამზე ცნობილია არის მხოლოდ ის, რომ ეფექტური გავრცელება ახასიათებს და ის უფრო ადვილად გადაეცემა, ვიდრე წინამორბედი შტამები.

როგორც მაია ბუწაშვილი აცხადებს, მეტი ყურადღება უნდა გამახვილდეს რეგულაციების მკაცრად შესრულებაზე და ამის პარალელურად ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზე.

“ახლა დაწყებული ვაქცინაცია შედეგს მოგვცემს გვიან. უფრო მეტად უნდა გამახვილდეს ყურადღება მწვავე აღმავლობისთვის რეგულაციების მკაცრად შესრულებაზე, თუმცა პარალელურად ვაქცინაციის პროცესი უნდა გააქტიურდეს.

ბავშვებში, მხოლოდ ფაიზერის ვაქცინაზე გვაქვს რეკომენდაცია, სხვა ვაქცინები ამ ასაკში არ გამოიყენება. კვლევები აჩვენებს, რომ 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში შესაძლებელია ფაიზერის ვაქცინა უსაფრთხოდ გაკეთდეს”, – აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები