LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუდენტებს გამოცდების დროს თავზე ყუთები ჩამოაფარეს – რა მოხდა უნივერსიტეტში (ფოტოები)

131
INDOETI 1

სტუდენტებმა, რომლებიც უნივერსიტეტში გამოცდას აბარებდნენ, ხელმძღვანელობის მოთხოვნით, თავზე ყუთების ჩამოიფარეს.

შემთხვევა ინდოეთის ერთ-ერთ სასწავლებელში მოხდა, სადაც აცხადებენ, რომ ეს ერთგვარი ექსპერიმენტი იყო.

მათი თქმით,

ყუთები დაახლოებით ნახევარი საათით სტუდენტებმა თავზე საკუთარი ნებით ჩამოიფარეს.

როგორც აღმოჩნდა, ხელმძღვანელობას სურდა, რომ გამოცდების დროს სტუდენტებს ერთმანეთთან არ ესაუბრათ და ეს „მეთოდი“ მოიფიქრა.

CNN წერს, რომ ბავშვები აქეთ-იქით გახედვას ვერ ახერხებდნენ და

მათ ისე ექცეოდნენ, როგორც ცხენებს.

რაც შეეხება ფოტოებს, ის, სავარაუდოდ, უნივერსიტეტის წარმომადგენელმა გადაიღო და შემდეგ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ამ თემას ადგილობრივი განათლების მინისტრიც გამოეხმაურა და თქვა, რომ არავის აქვს უფლება, ვინმეს ისე მოექცეს, როგორც ცხოველებს. სასწავლებელში კი ამტკიცებენ, რომ

მათ კვლევისთვის ექსპერიმენტი დასჭირდათ, რის შესახებაც მშობლებიც წინასწარ გააფრთხილეს.

განმარტებების მიუხედავად, სკოლას ბოდიშის მოხდა მაინც მოუწია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები