LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სტრატეგია აღმაშენებლის” 4 წევრი პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა

58
AQCIA

თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე, დაკავებული “სტრატეგია აღმაშენებლის” 4 წევრი პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

მომხდართან დაკავშირებით თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა.

„თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოწერილ ჯარიმებთან დაკავშირებით, „სტატეგია აღმაშენებელმა“ თბილისის მერიასთან დღეს აქცია გამართა და მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები თვითნებურად განათავსა.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ისევ დაჯარიმდა 1000 ლარით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1503 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სავენტილაციო სისტემის, ბანკომატის, სარეცხის საშრობის, გისოსის, ჯიხურის, დახლის ან/და სხვა მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებურ მონტაჟს ან/და განთავსებას. სწორედ ამავე მუხლით დაჯარიმდა პოლიტიკური პარტია რამდენიმე თვის წინ, რაც მათ გაასაჩივრეს მერიის იურიდიულ სამსახურში, მაგრამ საჩივარი არ დაკმაყოფილდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა “სტრატეგია აღმაშენებლის” 4 წარმომადგენელი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლის თანახმად დააკავა.

“ახალგაზრდები დაგვიკავეს, მოგვეშველეთ მეგობრებო” – თაკო ჩარკვიანი

„სტატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა თაკო ჩარკვიანმა საზოგადოებას სოციალური ქსელით დახმარებისკენ მოუწოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები