LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება

573
zura-5

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ, სადაც ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეების ვარსკვლავებია განთავსებული, საქართველოს გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის სახელი და გვარიც იქნება.

„ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება ასამბლეის სასახლის წინ. ვარსკვლავები, როგორც წესი, იხსნება სრულიად განსაკუთრებული ადამიანებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვთ ევროსაბჭოში შესრულებული და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მოვლენაა“,- განაცხადა ევროსაბჭოში პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა.

ვარსკვლავზე, ზურაბ ჟვანიას სახელთან და გვართან ერთად, პოლიტიკოსის ერთ-ერთი ყველზე ცნობილი ფრაზაც დაიწერება – „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“. ეს ფრაზა ზურაბ ჟვანიამ 20 წლის წინ, სწორედ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა, მას შემდეგ, რაც ასამბლეამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს გაწევრიანებას ევროსაბჭოში.

2005 წლის 3 თებერვალს ზურაბ ჟვანია და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე რაულ უსუპოვი გარდაცვლილი იპოვეს. იმდროინდელი ხელისუფლების და საგამოძიებო უწყებების ოფიციალური ვერსიით მათი გარდაცვალების მიზეზი მხუთავი აირის გაჟონვა გახდა.

ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები ამტკიცებდნენ, რომ ის მოკლეს. ექსპრემიერის ძმა, გოგლა ჟვანია აცხადებდა, რომ ამის მიზეზი პოლიტიკური მოტივი იყო.

2014 წელს პროკურატურამ ჟვანიას საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა და ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია დააკავა. ამის მიზეზი YouTube-ზე გავრცელებული ვიდეომასალა გახდა, რომელზეც ჩანდა რომ გარდაცვლილ ჟვანიას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა.

ლევან ჩიჩუას საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, სააპელაციომ კი ის გაამართლა. პროკურატურამ უზენაეს სასამრთლოს მიმართა, თუმცა საქმე წარმოებაში არ მიიღეს. რითიც უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ჟვანიას საქმის სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა საქმეში უდანაშაულო იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები