LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Storm Bringer Studios-მ პირველი ქართული VR თამაში შექმნა

105

ქართული თამაშების სტუდია –Storm Bringer Studios-მ პირველი ქართული VR თამაში შექმნა. თამაში ამ ეტაპზე დახვეწის პროცესშია.

როგორც ”ფორტუნას” Storm Bringer Studios-ს მენეჯრემა გიორგი ქოქრაშვილმა განუცხადა, Warlock VR – ეს არის VR თამაში, რომელშიც პრაქტიკულად ჯადოქარი ხარ.

” WarlockVR-ში  შედიხარ ვირტუალურ სამყაროში და ისე თამაშობ.  ოღონდ,  არა მაუსით, ჯოისტიკით და/ან კლავიატურით კი არა, არამედ ხელები თამაშში გაქვს, საკუთარი ხელები, და მათი მოძრაობით მართავ პროცესებს. მაგალითად, გაისვრი ცეცხლოვან და ელექტრონულ სფეროებს, თორის უშველებელ ნაჯახს, აფეთქებ ცეცხლოვან ბურთებს და ა.შ. ”, – განაცხადა ქოქრაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, StormBringer Studios-ის მიერ შექმნილი თამაში Oculus Rift-ს და Leap Motion-ს იყენებს. პირველი არის ვირტუალური რეალობის სათვალე,  მეორე კი კომპიუტერზე მიერთებული მოწყობილობაა, რომლითაც შედიხარ ვირტუალურ რეალობაში.

ქართული თამაშების სტუდია Storm Bringer Studios 2013 წელს დაარსდა  და ჯამში 20-ზე მეტი თამაში შექმნა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები