LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტიქაროსნის ტაძარში დაინფიცირებას მოძღვრები არ ეთანხმებიან

180
1 კლინიკა

საქართველოში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ახალი კორონავირუსი სტიქაროსანს დაუდგინდა. ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებული თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. ინფექციის წყაროდ ეკლესიის დასახელებას გამორიცხავს იმ ეკლესიის მოძღვარი, სადაც სტიქაროსანი მსახურობდა. მამა სერაფიმე აცხადებს, რომ სტიქაროსნის დაინფიცირების წყარო არა ეკლესია, არამედ ოჯახი გახდა. ამის შესახებ მოძღვარმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, თავდაპირველად კორონავირუსი სტიქაროსნის ბაბუას დაუდგინდა, რის გამოც სტიქაროსანს მიეცა მითითება, რომ ტაძარში მსახურებაზე არ გამოცხადებულიყო.

„მას შემდეგ, რაც სტიქაროსნის ბაბუას კორონავირუსი დაუდასტურდა, იგი ჩვენთან მსახურებაზე აღარ დამდგარა. ასეთი ადამიანი ჯობია მსახურებიდან დაითხოვო. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მკურნალობას გადის, გუშინ გავიგე. მას კორონავირუსი დადასტურებული აქვს. მე ექიმებსაც ვესაუბრე და მითხრეს, რომ იგი მკურნალობის ქვეშ არის. პირადად დავინტერესდი, რადგან ეს არ არის სათამაშო თემა. სტიქაროსნის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია მრევლს დღეს გავაცანით. დღეს ჩვენი მეგობარი სასულიერო პირი ატარებდა დღესასწაულზე წირვას. შეიძლება მე არც უნდა ვყოფილიყავი, რადგან გუშინ სრული ინფორმაცია მივიღე ამ ბავშვთან დაკავშირებით, პირბადით, უსაფრთხოების ზომების დაცვით, დისტანციის დაცვით ჩვენს მრევლს მსახურების შემდეგ გამოვუცხადეთ, რომ ასეთი რაღაც დადასტურდა“, – განაცხადა მამა სერაფიმემ.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 7 ადამიანს დაუდასტურდა, სულ დაინფიცირების 195 შემთხვევა ფიქსირდება

ტაძარში სტიქაროსნის დაინფიცირების ვარიანტს არ ეთანხმება სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტის მამა იოანე მჭედლიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ სტიქაროსანი ეკლესიაში არ დაინფიცირდებოდა, რადგან “იქ სულიწმინდას მადლი განწმენდს ყველა ადამიანს”.

„შეიძლება სასულიერო პირიც დაინფიცირდეს და არიან დაინფიცირებულები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტაძარში თითქოს უსაფრთხოების არარსებობის გამო დაინფიცირდა. დარწმუნებული ვარ ტაძარში არაფერი შეემთხვეოდა. აქ მადლი სულისა წმინდისა, ყველა ადამიანს განწმენდა“, – განაცხადა არქიმანდრიტმა.

შეგახსენებთ, რომ თემქაზე, ზღვის უბანში მდებარე ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სტიქაროსნის ბაბუა, დედა და ოჯახის კიდევ ერთი წევრი იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები