LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანე: „ცუდ რაღაცაზე ვარ დამოკიდებული, არავის გირჩევთ…“

762
stefane

„მთავარი არხის“ დილა სტეფანეს სახლში ესტუმრა. მომღერალმა აღნიშნა, რომ ის საკმაოდ გვიან იღვიძებს, ამიტომაც მისი დილა გვიან იწყება:

„შეხვედრებს ვნიშნავ მინიმუმ სამზე, ოთხზე, რომ სახლში ვიყო, გამოვფხიზლდე, ყავა დავლიო. აპარატის ყავა მაქვს, თუმცა შაქარს არ ვიყრი. ძალიან ცუდ რაღაცაზე ვარ დამოკიდებული, სიგარეტზე და არავის ვურჩევ, რომ მისი მოწევა დაიწყოს…

ჩემს დილაზე, ძირითადად, ამბები მოქმედებს. სიზმრებს ნაკლებად, ძალიან იშვიათად ვხედავ, შეიძლება, არც მახსოვს…

მქონია სასოწარკვეთილობის, უფულობის პერიოდი, როცა იღვიძებ და არ იცი, რა გააკეთო. ჩემი პროფესიას საკმაოდ რთულია. დღეს რომ წარმატებულ კონცერტს ჩაატარებ, სულაც არ ნიშნავს, რომ შემდეგი კონცერტიც წარმატებული იქნება. სულ ამ ბრძოლაში ხარ. შეიძლება, ამანაც განაპირობა ჩემი რთული გრაფიკი და ის, რომ მაღვიძარით ვიღვიძებ 12 საათზე.

პირველი, რასაც ვაკეთებ, ვიღებ ტელეფონს და ვრთავ. ღამე სულ გამორთული მაქვს…

ნახევარ საათში ვწესრიგდები და შემდეგ სათნახევარი მინდა, რომ შინ ვიჯდე, ყავა დავლიო და გამოვფხიზლდე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები