LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტატისტიკური მონაცემები მძიმე დანაშაულების ნაწილში პოზიტიურია – გიორგი გახარია

56
1549534167-გიორგი-გახარია-1-1024x728

საქართველოს პოლიცია და შს სამინისტრო პრინციპულად აკონტროლებს ყველაფერს, რაც ხდება ჩვენს ქუჩებში, ასევე დანაშაულის მიმართულებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა.

მისი თქმით, სტატისტიკა მძიმე დანაშაულებთან მიმართებაში კლებადია, თუმცა არსებობს მიმართულებები და დანაშაულები, სადაც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლების საჭიროებაა.

“როგორ გამოვასწოროთ მდგომარეობა, ამის მაგივრად მივიღეთ პოლიტიკური განცხადებები. ხაზგასმით ვამბობ, რომ სტატისტიკური მონაცემები მძიმე დანაშაულების ნაწილში პოზიტიურია. საქართველოს პოლიცია და შს სამინისტრო პრინციპულად აკონტროლებს ყველაფერს, რაც ხდება ჩვენს ქუჩებში, ასევე დანაშაულის მიმართულებით, თუმცა ვაღიარებთ, რომ ისეთ დანაშაულთან მიმართებაში, როგორიცაა ქურდობა, ოჯახური დანაშაული და ა.შ. გვაქვს გარკვეული ზრდა და საზოგადოებასთან ერთად უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა,” – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები