LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტალინის აბანო, საბჭოთა ელიტის საყვარელი ადგილი და ულამაზესი კურორტი – ბიბისი წყალტუბოზე სტატიას აქვეყნებს (ფოტოები)

1639
mavari wyaltubo

დღეს ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ მთავარ გვერდზე საქართველოს ტურისტულ პოტენციალსა და წყალტუბოს კურორტზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.

როგორ ატარებდა შვებულებას საბჭოთა ელიტა” – ამ სათაურით BBC საქართველოს ერთ-ერთ პოპულარულ კურორტზე წერს.

რუსული რივიერა

საბჭოთა კავშირის დაშლამდე, წყალტუბო – დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქი ყველაზე პოპულარული კურორტი იყო საბჭოთა ელიტისთვის. ისინი აქ იმ სანატორიუმში ჩამოდიოდნენ, სადაც ცნობილი სამკურნალო წყლები იყო. 

წყალტუბოში განახლებული ბალნეოლოგიური კურორტი გაიხსნა

72 ნომრიანი კომპლექსი ერთ-ერთი მასშტაბური საინვესტიციო პროექტია რეგიონში

1991 წელს, როცა საბჭოთა კავშირი საბოლოოდ დაიშალა, ვიზიტორების ჩამოსვლა შეწყდა, სანატორიუმი დაიხურა და ეს შთამბეჭდავი შენობაც, ფაქტობრივად, განადგურდა.

დღეს კი წყალტყუბო, როგორც იქნა აღდგა.

მოგეხსენებათ, საქართველოში ტურიზმი დიდი სისწრაფით ვითარდება, ინვესტორები ყიდულობენ უძრავ ქონებას და ამ მომხიბლავ ადგილებს პირვანდელ სახეს უბრუნებენ.

ვიზიტორებს უკვე შეგიძლიათ ზუსტად ისე დაისვენოთ, როგორც რუსული ელიტა ისვენებდა – წერს ტეილორ ვეიდმანი.

ამის შემდეგ სტატიის ავტორი იხსენებს საბჭოთა პერიოდს და ხაზს უსვამს, რომ იმ პერიოდში, ყველას, ვინც მუშაობდა, წელიწადში ორკვირიან საგზურს აძლევდნენ. სწორედ ამ პერიოდში გახდა წყალტუბო საბჭოთა ელიტის საყვარელი ადგილი თავისი “სუბტროპიკული ამინდითა და სამკურნალო წყლებით”, – ამბობს ჟურნალისტი.

სტალინის აბანო

სტატიაში ცალკეა გამოყოფილი საბჭოთა კავშირის ლიდერის აბანო.

ქალაქის ყველაზე ლამაზი აბანო, ნომერი 6 , 4000-მა მუშამ  რეკორდულ დროში აშენა, სადაც 1951 წელს იოსებ სტალინი, ჩამოვიდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ამის შემდეგ,

მოსკოვში დაბრუნებულმა სტალინმა მინისტრებს უბრძანა, წყალტუბოში სანატორიუმი აეშენებინათ.

ჟურნალისტი 1992 წლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს და აფხაზეთის საქართველოსგან დამოუკიდებლობასაც იხსენებს, რა დროსაც, 200 ათასი ეთნიკურად ქართველი აფხაზეთიდან წამოვიდა. ჟურნალისტი წერს, რომ სწორედ ისინი ცხოვრობდნენ წყალტუბოს სანატორიუმის 19-ვე შენობაში. 

მეორე სიცოცხლე

25 წელზე მეტი გავიდა, რაც სიტუაცია ნელ-ნელა გამოსწორდა.

საქართველოს ეკონომიკამ ზრდა დაიწყო და ტურისტული პოტენციალიც ბევრი უცხოელისთვის მიმზიდველი გახდა.

დღეს წყალტუბო საქართველოს ერთ-ერთი პოპულარული კურორტია თანამედროვე აპარტამენტებით. აქ 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო დაგხვდებათ. ახალი მფლობელები მუდმივად მის გაუმჯობესებას ცდილობენ.

სტატიის ავტორი წერს, რომ აქ თითქმის ყოველ ვიქენდზე საქორწილო ცერემონიები იმართება.

ხშირად ტურისტებს აინტერესებთ, როგორ და სად ისვენებდა საბჭოთა ელიტა და ისინი მიტოვებულ ადგილებსაც ათვალიერებენ, ადგილობრივ მუზეუმებში დადიან.

სამომავლო პოტენციალი

წყალტუბოს მომავალი ძალიან პერსპექტიულია,

რადგან საქართველოს პრიორიტეტი ტურიზმის სექტორია. წყალტუბო მუდმივად ვითარდება.

2015-2018 წლებში ტურისტების რაოდენობა ამ ქალაქში თითქმის გაორმაგდა. ინვესტორები გააქტიურდნენ, ტურიზმის ადმიანისტრაცია კი საგზაო ინფრასტრუქტურას ავითარებს.

ფაქტია, რომ წყალტუბო, როგორც საბჭო პერიოდის ელიტარული ადგილი ახალ, პოსტაბჭოთა პერიოდში მეორე სიცოცხლეს მიიღებს. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები