LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სრულყოფილი პერფორმანსი“ – ბიონსე ,,ემის” 4 ნომინაციაზეა წარდგენილი (ვიდეო)

961
beychella-2018-billboard-1548

ბიონსე საკონცერტო ფილმისთვის „სახლში დაბრუნება“(Homecoming) ემის 4 ჯილდოზეა ნომინირებული.  ფილმი Creative Arts Emmys-ის მიერაა გადაღებული, მასში 2018 წლის კონცერტია წარმოდგენილი. „სრულყოფილი პერფორმანსი“ – ასეთი შეფასება  ფილმს “ჰოლივუდ რეპორტიორმა” გაუკეთა.

საუკეთესო საესტრადო შესრულება, საუკეთესო სასცენო კოსტიუმი, საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო მუსიკალური მიმდინარეობა, საუკეთესო გაფორმება და საუკეთესო დადგმა – ნეტფლიქსის საკონცერტო ფილმი „დაბრუნება“(Homecoming) ,,ემის” 6 პრემიაზეა ნომინირებული. რაც შეეხება თავად ვარსკვლავს,  ბიონსე ემის ჯილდოზე კოსტიუმის საუკეთესო დიზაინისთვისაა წარდგენილი.

„ფილმი, ყველა დროის საუკეთესო საკონცერტო ფილმების რიცხვში შევა“ – აცხადებს რობინ ბარი

სატელევიზიო ცერემონიამდე გამართულ ღონისძიებას ვარსკვლავი არ ესწრებოდა, შეგახსენებთ, დაჯილდოვება  22 სექტებერს შედგება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები