LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სრულად ვაქცინირებული გიდები ზამთრის კურორტებზე საბაგიროებით უფასოდ ისარგებლებენ – ქვრივიშვილი

108
მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრიშვილის განცხადებით  „ყველა გიდი, რომელიც ორჯერადად ვაქცინირებული იქნება, უსასყიდლოდ ისარგებლებს სახელმწიფო სერვისებით“.

ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მათ ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის ვაქცინირების სტიმულირების პაკეტის პროექტი შეიმუშავეს.

„უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დარგში დასაქმებული ადამიანების უმეტესობა იყოს ვაქცინირებული. სწორედ ამიტომ ჩვენ რამდენიმე მიმართულებით დავყავით სტიმულირების პაკეტის პროექტი.

პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ ყველა გიდი, რომელიც სრული ორი დოზით იქნება ვაქცინირებული, მომდევნო ორი თვის განმავლობაში, სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში ისარგებლებს სახელმწიფო სერვისებით, მათ შორის, ისეთით როგორიც არის მუზეუმი, დაცული ტერიტორიები, ზამთრის კურორტებზე არსებული საბაგიროებით სრულიად უსასყიდლოდ.

ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა გიდს, რომელსაც აქვს სრული ვაქცინაცია ჩატარებული, ისინი ამ ობიექტებზე შევლენ სრულიად უსასყიდლოდ,“- განაცხადა ქვრიშვილმა.

დღეს საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების გადაწყვეტილება მიიღო.

25 აგვისტოდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე იმუშავებენ

საქართველო-კოსოვოს საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება

საკოორდინაციო საბჭოს არჩევნების გადადების საკითხზე არ უმსჯელია

გაუგზავნა თუ არა ტიკარაძემ წერილი კლინიკებს, რომ ჟანგბადი შეზღუდული რაოდენობით გამოეყენებინათ – გაბუნიას განმარტება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები