LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სრულ ვაკუუმში ვარ, არავინ არაფერს მაგებინებს. მეუბნებიან ვმუშაობო“-თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ახლობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს

273
gzisgadaketva

დაკარგული 23 წლის გოგონას, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ახლობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს. როგორც გოგონას დედა აცხადებს, ოთხი დღეა დამაიმედებელს არაფერს ეუბნებიან და დახმარებას ითხოვს.

ისინი საგამოძიებო ორგანოებს არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებენ და  ახალგაზრდა ქალის სამძებრო სამუშაოებში დამხმარე ძალის ჩართვას ითხოვენ.

საქმეზე გამოძიება 163-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმმობს.

თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან რამდენიმე დღის წინ ავტომობილით გავიდა. ბოლოს გოგონა კამერებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააფიქსირეს.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს ოჯახი უკვე მეოთხე დღეა ეძებს. მისი ტელეფონი გათიშულია და დაკარგულია ავტომობილიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები