LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სრულ „ლოქდაუნზე” არ იქნება საუბარი, მაგრამ იქნება მოზომილი შეზღუდვები – ლილო მოლი

187
5ef1f3921b8fd

სრულ „ლოქდაუნზე” არ იქნება საუბარი და ამას მთავრობა ითვალისწინებს, მაგრამ იქნება შეზღუდვები, რომელიც მოზომილი და მიზანშეწონილი იქნება, – ამის შესახებ „ლილო მოლის” გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კვარაცხელიამ მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ბაზრობების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე განმარტებით, პოზიციები შეჯერდება, რაც არ დააზიანებს არც ეკონომიკას და არც ადამიანის ჯანმრთელობას.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან. ვიმსჯელეთ იმ პრობლემებზე, რაც დღეს არის საქართველოში და კიდევ ერთხელ შევაჯერებთ რეგულაციების მიხედვით ცხოვრებას, რომელიც არც ეკონომიკას დააზიანებს და არც ჯანმრთელობას. შესაბამისად, სრულ „ლოქდაუნზე” არ იქნება საუბარი და ამას მთავრობა ითვალისწინებს“, – განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები