LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სქურის მიმდებარედ დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

184
20201011154627

წალენჯიხაში, სოფელ სქურის მიმდებარედ დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

“შინგანაგ საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრხოების მართვის ცენტრ “112”-ში 6 ოქტომბერს შემოვიდა შეტყობინება, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯგალიდან სოფელ სქურის მიმართულებით წავიდა 61 წლის მამაკაცი, რომელიც სახლში არ დაბრუნებულა. სამაშველო-საძიებო სამუშაოებში შეტყობინების მიღებისთანავე ჩაერთო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი. მათ დაკარგული მამაკაცის პირადი ნივთები სქურის მთაზე, მიტოვებულ ქოხში იპოვეს და საძიებო ოპერაცია მიმდებარე ტერიტორიაზე გააგრძელეს.

11 ოქტომბრიდან პროცესში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. სამაშველო-სამძებრო ოპერაციაში მონაწილეობდა 15 კაციანი ჯგუფი და დრონი.

ასევე, ჩართული იყო საექსპორტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიური სამსახურიც”,-აღნიშნულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები