LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცოპერაცია ავჭალაში – დაკავებულია რამდენიმე პირი

433
police

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავჭალაში სპეცოპერაცია ჩაატარა.

არსებული ინფორმაციით, ავჭალაში სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, რამდენი პირია დაკავებული, თუმცა ამბობენ, რომ ისინი სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს.

შსს-ში ამბობენ, რომ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, სამართადამცველები საგამოძიებო ღონისძიებებს და საპროცესო მოქმედებებს ატარებენ.

უწყებაში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე სხვა სახის ინფორმაციას ვერ გასცემენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები