LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეციალისტებმა განმარტოებული დასვენებისთვის საუკეთესო ადგილი დაასახელეს

134
travel201218

ტურისტულმა პორტალმა Scyscanner–მა მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ 8 აუცილებლად სანახავი დანიშნულება გამოავლინა და მათ შორის ნაკლებად ცნობილი  ავსტრალიური კუნძულიც მოხვდა.

ექსპერტთა აზრით, 2021 წელს როცა სოციალური დისტანცია კვლავ ძალიან აქტუალური იქნება, განმარტოებით დასვენება მთავარ ტრენდად გადაიქცევა. ავსტრალიის არქიპელაგი ჰოუტმან–აბროლჰოსი უსაფრთხო დასვენებისთვის საუკეთესო დანიშნულებაა. არქიპელაგი ინდოეთის ოკეანეში, ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროსკენ მდებარეობს და 122 პატარა კუნძულს აერთიანებს.

Scyscanner–ის ინფორმაციით, კუნძულზე ვილის დაქირავება არ შეიძლება და კემპინგს ადგილობრივი კანონი კრძალავს. იმისთვის, რომ ტურისტმა ადგილამდე მისვლა შეძლოს კატერი უნდა დაიქირავოს ან ვერტმფრენით ექსკურსია შეიძინოს. სასიამოვნო ამბავია ის, რომ ნავებით მისულ ტურისტებს ზოგჯერ კუნძულზე ღამის გათენების უფლებასაც აძლევენ.

თავად არქიპელაგი თავისი კამკამა წყლით, თეთრი ქვიშით და უმდიდრესი ფაუნითაა ცნობილი, რის გამოც მას „ინდოეთის ოკეანის ბრილიანტს“ უწოდებენ.

არქიპელაგი თევზაობის მოყვარულებს შორისაც ძალიან პოპულარულია და მის გადაღებაზე ბევრი ფოტოგრაფი ოცნებობს. საქმე ისაა, რომ ყოველ წელს კუნძულებზე ფრინველთა 35–ზე მეტი სახეობა ბუდობს, ხოლო ზოგადად რეგიონში დელფინები, ზვიგენები და ზღვის ლომები ბინადრობენ.

ასე რომ ვისაც ერთდღიანი და მართლაც განსაკუთრებული დასვენება სურს, არქიპელაგს უნდა მიაკითხოს. თუმცა მოგზაურებმა ისიც უნდა გაითვალისწინონ რომ აბროლჰოსი იაფი სიამოვნება ნამდვილად არ არის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები