Sony Playstation თამაშები სმარტფონებში გადაინაცვლებს. Sony ახალ კომპანიას აფუძნებს, რომ ეს ოცნება რეალობად იქცეს. შვილობილი კომპანია აზიაში იმუშავებს და   IOS და Android მოწყობილობებისთვის თამაშებს განავითარებს.

Sony ამ ნაბიჯით კონკურენციას გაუწევს Nintendo-ს, რომელმაც აპლიკაცია Miitomo სმარტფონებისთვის გასულ კვირას ჩაუშვა, თუმცა, ეს აპლიკაცია სოციალური პროექტი უფროა, ვიდრე ტრადიციული თამაში.

კონკურენტი კომპანიისგან განსხვავებით, Sony–ის ახალი აპლიკაცია განსხვავებული იქნება და კომპანია აცხადებს, რომ ეს იქნება სრულფასოვანი თამაში, სადაც მომხმარებელი განახლებულ Playstation თამაშებსა და სიმბოლოების ნაკადს გამოიყენებს.

წყარო: cnn.com

 

მსგავსი თემები