LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთის იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ომბუდსმენად აირჩიეს

63
ქრისტინე გრიგორიანი

სომხეთის იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კრისტინა გრიგორიანი ადამიანის უფლებათა დამცველად აირჩიეს.

ხელისუფლების ხშირ კრიტიკოსს, არმან ტატოიანს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურება.

კრისტინა გრიგორიანი პოლიტიკურ სფეროში 2009 წლიდან მუშაობს, 29 წლის ასაკში ის პარლამენტის თანამშრომელი გახდა. 2018 წლის რევოლუციის შემდეგ, ვიცე-პრემიერის, არარატ მირზოიანის მრჩევლად მუშაობდა, 2019 წელს კი იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის რანგში გრიგორიანი პოლიციის ბოლო რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო – რეფორმა საგზაო საპატრულო სამსახურის შექმნას მოიცავდა.

გრიგორიანმა პარლამენტში კენჭისყრამდე ისაუბრა და პირობა დადო, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების საკითხის განხილვისას თავს არ შეზღუდავს. მისი თქმით, შეფასებების დროს, იგი „მკაფიო“ იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები