LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო გელოვანი: “რუსეთისთვის უმაღლესი ქულა არ მიმიცია!..”

98

“ევროვიზიის” ქართულმა ხუთკაციანმა ჟიურიმ უმაღლესი 12 ქულა რუსეთის წარმომადგენელს მიანიჭა, რომელმაც გაიმარჯვა კიდეც. სოცქსელებში საზოგადოების ნაწილი ჟიურის სასტიკად აკრიტიკებს.

მისი ერთ-ერთი წევრი, სოფო გელოვანი “ფეისბუქზე” განცხადებას ავრცელებს და წერს:

“საწყენია, რომ საქართველოს წარმომადგენელმა მხოლოდ მეორე ადგილი აიღო, მით უმეტეს, რომ გრიგოლი გამარჯვებასა ყველაზე მეტად იმსახურებდა.
საერთოდ არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ სოციალურ ქსელში ამ თემაზე პოლემიკამ ისეთი მძაფრი ფორმა მიიღო, რომ იძულებული გავხდი, საკითხით დაინტერესებული პირებისათვის ასეთი განმარტება გამეკეთებინა. მინდა, ყველას გასაგონად განვაცხადო: როგორც ჟიურის ერთ-ერთ წევრს, არ მიმიცია უმაღლესი შეფასება რუსი კონკურსანტისათვის”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები