სოფო გელოვანი: „დარწმუნებული ვარ, საინტერესო ცერემონია გველოდება“

196
57485360_439499373279504_3698863244480348160_n

„რთულია იმაზე საუბარი, რა შეიძლება მოხდეს ოქროს ტალღის“ მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე. მოლოდინი კარგია. პირველ რიგში მიხარია ძალიან, რომ ასეთი კარგი რამ ხდება, უკვე მერამდენე წელია. ჰოლდინგის ასეთი ყურადღება დასაფასებელია და გასათვალისწინებელია პროფესიონალების გუნდი, რომელიც ფიქრობს მუსიკოსებზე. ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარი განებივრებაა, რადგან ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ბევრვი მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია გვქონდეს.

ბევრი მომღერალი ვიცი, რომელიც წლიდან-წლამდე ამ ცერემონიისთვის ემზადება. ყველას წარმატებას ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, საინტერესო ცერემონია გველოდება. ყველას გაუხარდება, თუ მისი ნაშრომი წინა პლანზე გადავა. არიან მუსიკოსები, რომლებიც ფიქრობენ იმას, თუ როგორ გაყიდიან სიმღერას. ჩემთან ცოტა რთულად არის, საქმე. არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი. როდესაც ვიწყებ ფიქრს კომერციაზე, იქ მთავრდება ყველაფერი. ჩემთვის სიმღერა ცხოვრებაა“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში სოფო გელოვანმა „ოქროს ტალღის“ შესახებ ისაუბრა. სიმღერის შემსრულებელმა და ავტორმა აღნიშნა, რომ მოლოდინზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია წელსაც საინტერესო იქნება.

„ოქროს ტალღის” წარმდგენია „ლიდერ ფუდი“. პარტნიორები: ოფიციალური ავიაგადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი“, ბალნეოლოგიური კურორტი თბილისი სპა. საინფორმაციო მხარდამჭერი “რუსთავი 2“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები