LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ბედია: „მე ნაცებისთვისაც ვმღერი, ქოცებისთვისაც და ევროპული საქართველოსთვისაც …“

1430
sofobedianews56

სოფო ბედია ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და პასუხობს კითხვას, სად გადის მისთვის წითელი ხაზი და როდის კარგავს მოთმინებას, როცა მასზე დაწერილ მოსაზრებებს კითხულობს.

სოფო ბედია:

„როდესაც ისეთ უსამართლობას დაწერენ ჩემზე, რომელიც ახლოსაც ვერ იქნება რეალობასთან. აი, მაგალითად, პანდემიის პერიოდში გადაღებული კლიპის გარშემო აგორებული ხმაური… ბევრი მლანძღეს, მაგრამ ყველაზე მეტად მაშინ გამოვედი მდგომარეობიდან, როდესაც ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული დაუდეს, თითქოს ამით მე „ქართულ ოცნებას“ დავუჭირე მხარე. ამ დროს მართლა ცეცხლებს ვყრიდი, რადგან ეს იყო მხოლოდ საკუთარი ნებით გაკეთებული საქმე და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობის შედეგი.

სიმღერაში, სადაც სიტყვა ოცნება იყო ნახსენები, ყველგან „ქართული ოცნება“ დაინახეს და ამან გამაგიჟა! ძალიან ვინანე, რომ ამ აჟიოტაჟზე რეაქცია მქონდა და პოსტიც დავწერე, ვისაც არ მოსწონხარ, სულ რომ მისი მოსაწონი გააკეთო, მაინც არ მოეწონები.

ასევე წითელი ხაზია, როდესაც ვინმე ჩემს შვილებს ეხება, თუ ვინმე მათ ცუდად შეეხება, არასდროს ვაპატიებ!

თუმცა პოლიტიკა მაინც არის თქვენს ცხოვრებაში მიშა მესხი ხომ თბილისის საკრებულოს წევრია.

კი, მაგრამ მე ხომ ამით არ გავმხდარვარ ცნობილი. მე ნაცებისთვისაც ვმღერი, ქოცებისთვისაც და ევროპული საქართველოსთვისაც. მე ვარ მომღერალი და უნდა ვუმღერო ხალხს, ყველა ხელისუფლების დროს ჩემი მთავარი საქმე სიმღერაა. ხელოვანი ადამიანი არ უნდა იყოს პოლიტიკურად აქტიური. რა თქმა უნდა, მეც მაქვს ჩემი სიმპათია, მაგრამ ჩემთვის და არა – გამოხატული ჩემი საქმით“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები