სოფო ბათილაშვილმა ზვიად ბოლქვაძესთან ერთად კომპოზიტორის ახალი სიმღერა „მთავარ არხზე“ შეასრულა. კომპოზიციას „ისევვ მოვა“ სოციალურ ქსელსი დადებითი გამოხმაურებაც მოჰყვა და ნეგატიურიც.

მომღერალი ყველა კომენტარს გაეცნო და ამ თემაზე სტატუსი გამოაქვეყნა.

ყველა კომენტარი წავიკითხე და ცუდი კომენტარებიც კაია, მარა კრიტიკა თმის შეჭრის და პირსინგების გარდა სხვა რამეზეც რო ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა.

იმაზე მწყდება გული, ერთმანეთის ლანძღვაში რო ვიხარჯებით, დანარჩენს არა უშავს, არ მაწუხებს.

დიდი მადლობა დადებითი გამოხმაურებისთვის, ბევრს ნიშნავს ჩემთვის,ვინაიდან რთული დავალების წინაშე ვიდექი,ზვიადმა პირველად მანდო თავისი სიმღერა,თან ლაივში და თან ასეთი.

დიდი მადლობა მთავარის შუადღის მთელს გუნდს და მარინა ბერიძეს ასეთი თბილი მასპინძლობისთვის.

მადლობა, ვისაც გიყვარვართ,თქვენი დამსახურებაა რაც მაქვს ცხოვრებაში. მიყვარხართ და გმადლობთ, გმადლობთ, გმადლობთ, სამუდამოდ!“

მსგავსი თემები