LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ბათილაშვილი „ბრავო რეკორდსში“ სადებიუტო ალბომზე იწყებს მუშაობას

1040
batilashvilibravorecords

„მხოლოდ ქართული“-ს პირველი სეზონის გამარჯვებული, სოფო ბათილაშვილიო სადებიუტო ალბომისა და სოლოკონცერტისთვის ემზადება. „ბრავო რეკორდსში“ მისი პირველი ალბომი იწერება, მისი პრეზენტაციისთვის კი გრანდიოზული კონცერტი 28 ივნისს გაიმართება.

ალბომი ათი კომპოზიციისგან შედგება. მისი სახელწოდებაა „პერიფრაზი“. არანჟირებების ავტორი ზვიად ბოლქვაძეა, პროექტში, რომლის ხელმძღვანელი მარინა ბერიძეა, მონაწილეობას ბენდი „ნიუტონიც“ იღებს.

სოფო ბათილაშვილი:

„დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ის ეტაპი, რომელზეც სულ ვოცნებობდი.  ძალიან დიდი მოტივაცია მაქვს, რომ უფრო მეტი ვაკეთო. იმედია, გავამართლებ იმ ადამიანების იმედებს, რომლებმაც თავიანთი სიყვარული მანდეს.

ზაზა შენგელია:

სოფო ასრულებს აბსოლუტურად ახალი არანჟირებით ცნობილ ქართულ სიმღერებს. მსმენელს ყოველთვის უყვარს განსხვავებული ვერსიების მოსმენა. სწორედ ამ მოთხოვნილებამ გააჩინა სოფოს სადებიუტო ალბომის შექმნის საკითხი, რომელზეც იმუშავებენ საუკეთესო მუსიკოსები, დიზაინერები და ა.შ.

მარინა ბერიძე:

ტელეპროექტიდან დაბაებული ვარსკვლავი გახდება მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავი, თუკი ეს ქვეყანაში დაგვცალდა. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ენერგეტიკა, მუსიკალური მონაცემი, ინტელექტი და ტანდემი ზვიადთან სოფოს ვარსკვლავის აკიაფების საქმეში საბოლოო აკორდებია.

ზვიად ბოლქვაძე:

ალბომი არის განსაკუთრებული იმით, რომ რამდენიმე ინსტრუმენტია, ჩემთან ერთად არაჩვეულებრივი მუსიკოსები, „ნიუტონიდან“ მონაწილეობენ, შიგადაშიგ შემოდის დუდუკი და საყვირი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები