გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტების მიერ, საოკუპაციო სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სუსში ეხმიანებიან. მათი განცხადებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

სუს-ის შეფასებით, ეს არის მორიგი უკანონო და უკიდურესად დესტრუქციული ქმედება.

უწყების ცნობით, აღნიშნული საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე მწვავედ იქნება დასმული.

მსგავსი თემები