LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალურად დაუცველ სტუდენტებს მთავრობა 1 სემესტრის სწავლას სრულად დაუფინანსებს

123
Capture

“სოციალურად დაუცველი სტუდენტები მიიღებენ სახელწიფოს მხრიდან ერთი სემესტრის 2020-2021 სასწავლო წლის სრულ ანაზღაურებას”,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს შეღავათი ყველა იმ სტუდენტს შეეხება, რომელიც სოციალურად 150 ქულამდეა, მთლიანობაში კი ქვეყანაში ასეთი 33 000-ზე მეტი სტუდენტია.

მთავრობა მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს ზამთარშიც აუნაზღაურებს: “იმავე პრინციპით, როგორც აქამდე იყო”

“ამასთან ერთად, ყველა სტუდენტი 150 სოციალურ ქულამდე, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, მათაც სახელწიფო დაუკომპენსირებს, მაგრამ უკვე ერთი წლის 2020-2021 წლის სწავლის საფასურს და ეს გახლავთ 1225 ლარი. საბოლოო ჯამში, ამ შეღავათებით ისარგებლებს 33 000-ზე მეტი სტუდენტი,” – განაცხადა პორეიმიერ-მინისტრმა.

17 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი სახელმწიფოსგან ერთჯერადად 200 ლარს მიიღებს: პრემიერი

პოპულალურები