სლოვენიაში აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ქანდაკება დადგეს.

ცისფერ სამოსში გამოწყობილი მელანია ტრამპის ქანდაკება მდინარე სავას სანაპიროზე, აშშ-ის პირველი ლედის მშობლიურ ქალაქ სევნიცასთან აღმართეს.

ამერიკელი ხელოვანის, ბრედ დოუნის მიერ შექმნილი სკულპტურის პრეზენტაცია უკვე გაიმართა. ხის ქანდაკებამ ადგილობრივებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია, ნაწილი სკულპტურას სამარცხვინოს უწოდებს და მიიჩნევენ, რომ ქანდაკება პირველ ლედის საერთოდ არ ჰგავს და ეს მის მიმართ უპატივცემულობის ნიშანია.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა, პირველი ლედის მშობლიური ქალაქი სევნიცა ტურისტებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მსგავსი თემები