LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

SkyUp Airlines-ს ხარკოვიდან და ოდესადან ქუთაისში ფრენების ნებართვები გაუუქმეს

108
UR-SQB-(45699318612)

უკრაინის საავიაციო ხელისუფლებამ ავიაკომპანია SkyUp Airlines-ს რამდენიმე მიმართულებაზე ფრენების ნებართვები გაუუქმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ავიანიუსი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, № 1338 ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ SkyUp Airlines-ს მარეგულირებელმა უკრაინის რამდენიმე ქალაქიდან ქუთაისის მიმართულებითაც შეუჩერა ფრენების ნებართვა. კერძოდ, SkyUp Airlines-ს ჩამორთმეული აქვს ხარკოვი-ქუთაისი-ხარკოვის და ოდესა-ქუთაისი-ოდესას საჰაერო ხაზზე ფრენების ნებართვები.

ცნობისთვის, აღნიშნული ნებართვები ავიაკომპანიამ COVID-19-ის კრიზისამდე მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები