LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლების საპირფარეშოებში მძიმე სანიტარული ვითარებაა, 16 სკოლაში კი წყალი საერთოდ არ არის – ომბუდსმენი

lomjaria_9e03c

შესწავლილი 108 სკოლიდან 16-ში საერთოდ არ არსებობს სასმელი წყალი, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. მისივე თქმით, ძირითადი პრობლემები ამ მიმართულებით მაღალმთიან სოფლებშია.

სახალხო დამცველმა ანგარიში “წყალსა და სანიტარიაზე უფლების ხელმისაწვდომობა საქართველოს საჯარო სკოლებში” წარმოადგინა.

“წყალზე ხელმისაწვდომობა არის ბავშვის მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური უფლება. ამ კვლევის ფარგლებში, 6 რეგიონში შევისწავლეთ 108 სკოლა, საიდანაც 16 სკოლაში საერთოდ არსებობს სასმელი წყალი. სკოლების დიდ უმრავლესობაში საერთოდ არ ხდება სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი. ძალიან ხშირ შემთხვევაში ხელმისაწვდომი არაა სამეურნეო წყალი. ეს იწვევს იმას, რომ ბავშვები მთელ რიგ შემთხვევებში ვერ იღებენ სასმელი წყლის იმ რაოდენობას, რაც უნდა მიიღონ სწავლის განმავლობაში. ასევე მძიმე ვითარებაა სანიტარული

"საპონი საერთოდ არ არის, წყალი გაყინულია" - სკოლების ნაწილში საპირფაროშოები მოუწესრიგებელია

გახშირებული ვირუსების ფონზე, ჰიგიენური ნორმების დაცვის კუთხით, ხელების ხშირი დაბანა იმ რჩევებში ერთერთი აუცილებელი პუნქტია, რომელსაც აქტიურად არიგებენ ექიმები, თუ რიგითი მოქალაქეები.

თვალსაზრისით სკოლის საპირფარეშოებთან მიმართებით. მათი დიდი უმრავლესობა არის განთავსებული ეზოში, ხშირ შემთხვევაში, არაა იზოლირებული კაბინები. გვხვდება ბიჭებისთვის და გოგონებისთვის საერთო საპირფარეშოები. ეს მდგომარეობა სერიოზულად აფერხებს ბავშვების განვითარებას, მათ გაკვეთილებზე დასწრებას,” – განაცხადა ლომჯარიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები