LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სკოლაში დავრეკე და მასწავლებლებს ვუთხარი, რომ ჩემი გოგონა იქ ვეღარასოდეს მივიდოდა” – 9 წლის პიანისტის მამა, რომელიც ავიაკატასტროფას ემსხევრპლა

1884
112781

9 წლის რეერა ესმაილონი და პარიზა ეღბალიანი, იმ 176 ადამინს შორის იყვნენ, რომელთა სიცოცხლეც უკრაინული თვითმფრინავის ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. რეერას მამა და პარიზას მეუღლე, კანადელი ჰამედ ესმაილონი, ოჯახს იხსენებს და გოგონას ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც კანადაში ფორტეპიანოზე უკრავს.

 

“მე მიწევდა, მისთვის დამეძალებინა, რომ ყოველდღე დაეკრა ფორტეპიანოზე. ვეუნებოდი: რეერა, უნდა დაუკრა 30 წუთის განმავლობაში და მპასუხობდა: არა მამა, მხოლოდ 25 წუთი. რეერამ იცოდა, რომ 9 წლის ასაკში მხოლოდ 25 წუთი უნდა ევარჯიშა. ძალიან მიჭირს მათი გახსენება”, – ყვება ჰამედი.

რეერა დედასთან, პარიზასთან და მამასთან ერთად რიჩმონდ ჰილში, ონტარიოში ცხოვრობდა. აჰმედი იხსნებეს, როგორ მოუწია ტრაგედიის შემდეგ სკოლაში, მასწავლებლებისთვის აეხსნა, რომ რეერა იქ ვეღარასოდეს მივიდოდა.

“მიწევდა ხოლმე რეერას სკოლაში დარეკვა, როცა აცდენდა, თუმცა ეს იშვიათად ხდებოდა. ახლა კი, მას შემდეგ, რაც ეს ტრაგედია მოხდა, დავრეკე და ვუთხარი მათ, რომ ჩემი გოგონა სკოლაში აღარასდროს მივიდოდა”.

ჰამედი და  პარიზა ერთმანეთს ირანში უნივერსიტეტში შეხვდნენ. “ის უმშვენიერესი ქალი იყო”, – იხსენებს ჰამედი.

რეერას და პარიზას გარდა თვითმფირნავში კიდე 63 კანადელი მგზავრი იმყოფებოდა.

“ჩვენ ძალიან ბედნიერად ვცხოვრობდით. უსამართლობაა, რაც მოხდა. ვიცი მათ უკან ვეღარ დავაბრუნებ. ჩემი ცოლ-შვილი ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, ჩვეულებრივი სურვილებით, ოცნებებით და იმედებით”, – ამბობს ჰამედი.

“რეერა საოცარი იყო… საუკეთესო ადამიანი. ძალიან ნიჭიერი გოგონა, რომელიც ფეხბურთს თამაშობდა, უკრავდა და ამ პატარა ასაკში უკვე სამ ენაზე: ინგლისურად, ფრანგულად და სპარსულად საუბრობდა”, – იხსენებს რეერას მამა.

ტრაგედია 8 იანვარს მოხდა. უკრაინული თვითმფრინავი, თეირანის აეროპორტის მახლობლად, აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 176 ადამიანი, ეკიპაჟის 9 წევრი და 167 მგზავრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.

ირანმა აღიარა, რომ უკრაინული თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდო. ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი მომხდარს “ადამიანურ შეცდომას” უწოდებს და  აცხადებს, რომ ყველა დამნაშავე პირი პასუხს აგებს.

დაღუპულთა შორის 7 ქვეყნის მოქალაქეები არიან: 82 – ირანის, 63 – კანადის, 11 – უკრაინის რომელთა შორის 2 მგზავრი 9 კი ეკიპაჟის წევრი იყო, 10 – შვეიცარიის, 4 – ავღანეთის, 3 – გერმანიის და 3 – დიდი ბრიტანეთის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები