LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლა „პოლიგლოტში” მოსწავლის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაზე ზრუნავენ

960
Untitled

სკოლა „პოლიგლოტი“, რომელიც 2006 წლიდან ფუნქციონირებს მოსწავლეებს სწავლების 3 ეტაპს სთავაზობს: დაწყებითი, საბაზო და საშუალო. სკოლაში ფუნქციონირებს სასკოლო მზაობის ჯგუფიც.

სკოლა თავისი სახელიდან გამომდინარე ორიენტირებულია უცხო ენების გაძლიერებულ სწავლებაზე. „პოლიგლოტში“ ისწავლება ინგლისური, ფრანგული და რუსული ენები, მე-7 კლასიდან კი მოსწავლეს აქვს საშუალება აირჩიოს კიდევ ერთი ევროპული ენა.

როგორც „პოლიგლოტის” დამფუძნებელი მზია დაუშვილი აღნიშნავს, სკოლის მისიაა აღზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნება და განუვითაროს მას გონებრივი, ფიზიკური და ინტელექტუალური უნარ-ჩვევები.

აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს გახანგრძლივებულ დღის რეჟიმს, დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათის ჩათვლით, ორჯერად კვებას, შემდგომი დღისთვის გაკვეთილების მომზადებას.

„სკოლაში არის უსაფრთხო, მეგობრული და თბილი გარემო, ყველა პირობაა შექმნილი მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კურსდამთავრებულებით. ისინი წარმატებით აგრძელებენ სწავლას როგორც საქართველოს, ისე სხვა და სხვა ქვეყნების რეიტინგულ უნივერსიტეტებში“, – აცხადებს მზია დაუშვილი.

მისივე ცნობით, „პოლიგლოტში“ ფუნქციონირებს სხვადასხვა საგანმანათლებლო, სახელოვნო და სპორტული წრეები, რომლებიც მოსწავლეების ცხოვრებას ხდის საინტერესოს და სასკოლო ცხოვრებას მეტად მიმზიდველს.

„ფორტუნას“ კითხვაზე „და მაინც, როგორც კერძო სკოლა, რითია გამორჩეული „პოლიგლოტი“ – შემდეგი პასუხი მივიღეთ:

„ის, რომ სკოლას პროფესიონალი პედაგოგები უძღვებიან და საუკეთესო პროგრამებით ვსარგებლობთ, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ყველაზე დიდი გამოწვევის დროს, რომელმაც მსოფლიო მოიცვა და მთელი საგანმანათლებლო სივრცე გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. ჩვენც ასევე შევუერთდით მათ და 16 მარტიდან დისტანციურად მიმდინარეობს გაკვეთილები. რაც ყველაზე მეტად გამოგვარჩევს და ჩვენს წარმატებებს განაპირობებს არის ის, რომ სკოლას აქვს ვირტუალური ლაბორატორიის პროგრამები ფიზიკაში, ქიმიასა და მათემატიკაში, რომელიც ძალიან გვეხმარება ხარისხიან სწავლებაში. ჩვენ ასევე ვასწავლით ჭადრაკს და ქართულ ცეკვა-რიტმიკას, რომელიც არ არის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული. ჭადრაკში ვიყენებთ ძალიან ცნობილ , კასპაროვის პროგრამას. რომელიც სწორედ რომ დისტანციური სწავლებისთვისაა, ხოლო ქართული ცეკვა-რიტმიკის გაკვეთილები ბავშვებს ძალიან უხალისებს დღევანდელ რთულ გარემოებას“, – განმარტავს სკოლის დამფუძნებელი.

მზია დაუშვილის ინფორმაციით, ამ 2 თვის მანძილზე საუკეთესო პროექტები განხორციელდა დისტანციურად, მაგალითად ხელოვნების მასწავლებლის, სოფიო ლიჩელის  „პოლიგლოტის კვირეული“, რომლის ფარგლებშიც ძალიან ბევრი შემოქმედებითი პროექტი განხორციელდა. სკოლას ჰყავს ფოლკლორული ანსამბლი, რომელიც ასევე დისტანციურად მუშაობს.

„იმედია ეს ყველაფერი მალე დასრულდება და ტრადიციულად „პოლიგლოტი“ თავის სათქმელს სკოლის კედლებში იტყვის. “პოლიგლოტის „ წარმატებას წლევანდელი კურსდამთავრებულებიც დაადასტურებენ, რომლებიც რეიტინგულ უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელებენ სწავლას“, – აღნიშნა “პოლიგლოტის” დამფუძნებელმა.

დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: 599 57 25 59;  2 60 02 21; 2 144 145

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები