LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სხვა გზა არ არსებობს – გახარია ქართულ-აფხაზურ დიალოგზე

203
1568102206-172711

“ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მშვიდობა და მოლაპარაკება”, – ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი თბილისთან დიალოგთან დაკავშირებით ასლან ბჟანიას განცხადებას.მთავრობის მეთაურმა ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებული მოვლენები შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკების გარდა, სხვა გზა არ არსებობს.

“რა თქმა უნდა, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა და რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების გარდა სხვა გზა არ არსებობს“, – განაცხადა გახარიამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში თბილისთან პირდაპირი დიალოგის დაწყების თემა აქტიურდება. სერგეი შამბას შემდეგ ამ ინიციატივით ე. წ. ოპოზიციის ლიდერი, ასლან ბჟანია გამოდის, რომელიც დიდი ალბათობით რეგიონის მომავალი დე-ფაქტო ლიდერი იქნება.

ოკუპირებული აფხაზეთში საგანგებო სხდომისთვის ემზადებიან- დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციაში შეჭრის კადრები

სწორედ ის იყო აფხაზეთში წინა კვირას გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი,რაულ ხაჯიმბას გადადგომის შემდეგ კი ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა.

რაულ ხაჯიმბა გადადგა - მანამდე ოკუპირებულ სოხუმში პუტინის თანაშემწე ჩავიდა

ხაჯიმბას ამ გადაწყვეტილებამდე  სოხუმში ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ჩავიდა

“დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, დადებითი შედეგი მოგვცეს” – ამბობს ბჟანია და ახლო პერსპექტივაში ნომერ პირველ ამოცანად პროცესის მშვიდობიან ჩარჩოებში მოქცევას მიიჩნევს.

პოპულალურები