LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სხდომა არ უნდა ჩავატაროთ?” – გია ვოლსკი ხელისშემშლელებს ხეპრეებს უწოდებს

59
76769636-3491000674273259-1687847200148684800-o

უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ვოლსკიმ მიმდინარე მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ პროტესტის მიუხედავად, პარლამენტის სამუშაო პასუხისმგებლობა მთავარი პრიორიტეტია.

„სხდომა არ უნდა ჩავატაროთ? ამ შემთხვევაში ადამიანი ბოქლომი რას იტყვის მნიშველობა არ აქვს, რადგან ჩვენ გარკვეული პასუხისმგებლობები გვაქვს, წლის ბოლო ახლოვდება, არ გვინდა დაძაბულობა დაეტყოს ჩვენ გუნდს და მით უმეტეს, აგრესია, რადგან ეს ჩვენს მუშაობას ხელს შეუშლის…

ადამიანებმა გადაწყვიტეს რაოდენობის მიუხედავად, იყვნენ იმდენად რადიკალურები და ხეპრეები, რომ შეუშალონ ხელი იმ საკითხებს, რასაც ვიხილავთ. სამწუხაროა, მაგრამ საკმაოდ დიდია ხალხის რაოდენობა, ვინც აგრესიულად არის განწყობილი. ჩვენც გვიკავშირდებიან და კატეგორიულად არ უნდა დავუშვათ, რომ დაძაბულობა და პარტიებს შორის ურთიერთობა საზოგადოებაზე გადავიდეს. რას იტყვიან ბოქლომები რა მნიშვნელობა აქვს. ხვალ არავის არ ემახსოვრება. თუ არ გავაკეთებთ ჩვენ საქმეს, ეს ყველას დაამახსოვრდება”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

“200 კაცით მუშტებს ნუ აბრახუნებენ” – ირაკლი კობახიძე

მან ასევე უმრავლესობის სხდომაზე განხილულ საკითხებზეც ისაუბრა. ვოლსკის თქმით, დეპუტატებმა საარჩევნო სისტემაზე ერთმანეთის შეფასებები მოისმინეს.

„იყო საუბარი „გერმანულ მოდელზე“, აქ არ არსებობს ორი აზრი, იურიდიული განმარტებებიც გავაკეთეთ, აზრები მოვისმინეთ ერთმანეთის. ასევე ვისაუბრეთ და ინფორმაციები გავცვალეთ საერთოდ ზოგად შეფასებაზე, პარტნიორების მოსაზრებებზე. ვფიქრობ, ხვალ არავის მოაგონდება, ვინ რა თქვა ერთი ან მეორე მხრიდან, ხალხს მოაგონდება, რომ პარლამენტის მუშაობის პასუხისმგებლობა არსებობს და იმ გადაწყვეტილებების მიღების, რომელიც ეხება ხელფასებს, პენსიებს, სოფლის მეურნეობის დაფინანსებას, პროექტებს და ძალიან მნიშნელოვან თემას, რასაც მიწის საკუთრების დაკანონების საკითხი ჰქვია. ეს თუ არ გადავწვიტეთ , მერე გიგამ რა თქვა, გიამ რა თქვა და სხვამ რა თქვა, აბსოლუტურად არავითარი მნიშნველობა არ ექნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები