LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკარლეტი, შარლზი თუ რენე? – ვისი ბრენდული კაბა მოგეწონათ ,,ბაფტაზე” ?

1263
rene-skarlet-sharliz

წლევანდელი ,,ბაფტას” წითელი ხალიჩის ვარსკვლავები უდავოდ რენე ზელვეგერი, შარლიზ ტერონი და სკალეტ იოჰანსონი გახდნენ. რენემ და სკარლეტმა არჩევანი ვარდისფერ კაბებზე გააკეთეს. მაგალითად რენე ზელვეგერმა „პრადას“ სადა ატლასის კაბა აირჩია. რაც ეხება სკარლეტს, მისი კაბა უფრო დატვირთული და ამავე დროს, სექსუალური გამოვიდა. სკარელეტმა უპირატესობა „ვერსაჩეს“ მოდის სახლის სადღესასწაულო კოლექციაზე შეაჩერა.

კიდევ ერთი ლამაზმანი წლევანდელი,,ბაფტას” წითელი ხალიჩიდან, შარლიზ ტერონია, მას „დიორის“ ულამაზესი იასამნისფერი გოფრირებული კაბა ეცვა. კაბა დეკოლტირებული კორსეტით, შავ ვიწრო ქამართან იყო კომბინირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები