LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიყვარული კორონავირუსის დროს: პენსიონერებმა პაემანი საზღვარზე დაგეგმეს

202
LAVE

ეს ფოტო  დანია-გერმანიის საზღვარზეა გადაღებული. პანდემიის გამო საზღვარი დაკეტილია, თუმცა შეყვარებულმა პენსიონერებმა პრობლემა ადვილად გადაწყვიტეს.

ბოლო დროს ჩვენ არაერთი მაგალითი ვნახეთ იმის დამადასტურებელი, რომ მსოფლიო შეიშალა. ეს ისტორია კი, იმედს გვისახავს, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ დაკარგული არაა.

Инга Рассмусен и Карстен Тюхзен Хансен

89 წლის გერმანელი კარსტენ ტიუხენ ხანცენი და 85 წლის დანიელი ინგა რასმუსენი ყოველ დღე ხვდებიან საზღვარზე. ისინი უკვე რამდენიმე წელია შეყვარებულები არიან და საღამოებს ხან დანიაში ატარებდნენ, ხან გერმანიაში. ახლა კი მათ პანდემიის გამო შეხვედრების გაგრძელება აღარ შეუძლიათ.  ქვეყნებს შორის საზღვრები ჩაკეტილია. მხოლოდ ერთი გამოსავალია, ერთმანეთს  საზღვარზე შეხვდნენ.

Инга Рассмусен и Карстен Тюхзен Хансен

კარსტენი საზღვართან ელექტროველოსიპედით მიდის, თან მიაქვს ცხელი წყალი და ადგილობრივი სასმელი, იმისთვის, რომ არ შესცივდეს.

ინგას კი მიაქვს ცხელი ყავა თერმოსით და სახლში მომზადებული საჭმელი, იმისთვის, რომ კარსტენი ნორმალურად იკვებოს. სამწუხაროდ, მათ ჩახუტების უფლება არ აქვთ, ორივე ხომ კორონავირუსით დაინფიცირების რისკჯგუფში არიან.

ახლა შეყვარებულები მსოფლიო პანდემიის დამთავრებას ელოდებიან, რომ სამოგზაუროდ წავიდნენ.

ორივეს მდინარეზე მოწყობილი კრუიზი უყვარს. უკვე მოინახულეს დუნაი, რეინი და მოზელი.

მაგრამ მსოფლიოში კიდევ ბევრი მდინარეა. მთავარია, რომ ყველაფერი რაც შეიძლება მალე დამთავრდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები