LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს… ტესტირება 10 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდა, ჯამში, ინფიცირების 113 შემთხვევა გვაქვს: გოჩა ლორთქიფანიძე

73
FORTUNA.GE- (2)

“ტესტირების პროცესი, მთლიანობაში ჩატარდა 10 პენიტენციურ დაწესებულებაში. სულ გაკეთდა 6 654 ტესტი. ჯამში, გვაქვს ინფიცირების 113 შემთხვევა.” – საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე იუსტიციის მინიტრმა პენიტენციურ სისტემაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის, სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს.

გოჩა ლორთქიფანიძემ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ორ დიდ დაწესებულებაში, გლდანის მერვე და ქსნის მეთხუთმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული ტესტირების შედეგებზე და თქვა, რომ პენიტენციური სამსახური აგრძელებს ინტენსიური PCR ტესტირებების პროცესს:

“გლდანის ნომერ მერვე დაწესებულებაში ჩატარდა 2 422 ტესტი, რომელთაგან დადებითი აღმოჩნდა 38. აქედან 8 პატიმარს გამოუვლინდა სიმპტომები და ისინი გადაყვანილი არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. დანარჩენები არიან უსიმპტომოები და იზოლირებულნი არიან საკარანტინო სივრცეებში, როგორც თვითონ, ასევე მათი კონტაქტებიც.

მათ ყოველდღიურად უტარდებათ სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული მუდმივი კონტროლის ღონისძიებები.” – აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

მინისტრის თქმით, ქსნის მეთხუთმეტე დაწესებულებაში გაკეთდა 1 735 ტესტი, საიდანაც დადებითი იყო 40. ასევე, არის ცალკეული შემთხვევები, რომელზეც კვლევა გრძელდება:

“აღსანიშნავია, რომ 40 დადასტურებული პირი არის უსიმპტომო, მათი ჰოსპიტალიზაცია არ გამხდარა საჭირო, ისინი იზოლირებულნი არიან დაწესებულების დანარჩენი კონტიგენტისგან და მედპერსნალის მუდმივი ყურადღების ქვეშ იმყოფებიან.

როგორც სამედიცინო პროტოკოლი ითვალისწინებს, თუ ამ ადამიანებიდან რომელიმეს გამოუვლინდა სიმპტომი, ისინი მყისიერად გადაყვანილი იქნებიან სამოქალაქო კლინიკაში.

ამ ეტაპისთვის სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს. ტესტირებების ინტენსიური პროცესი ამ თვის ბოლომდე დასრულდება მთლიანად ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში”. – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

პოპულალურები