LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სიტუაცია ძალიან მძიმეა, მივექანებით მწვავე პიკისაკენ და ამ პიკს ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს” – ზურაბ გურული

165
fdfdfdfd

დამატებითი შეზღუდვების გამოცხადებამდე, მთავრობის კანცელარიაში შეხვედრები გაიმართა. შეხვედრას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში დაესწრნენ ქართველი ექიმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორმა, აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა ზურაბ გურულმა პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყანა მწვავე პიკისკენ მიდის და ამ პიკს ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს.

„ამ ეტაპზე ჩვენ სხვა გამოსავალი არ გაგვაჩნია, გარდა იმისა, რომ მივცეთ მცირეოდენი ჟანგბადი ჩვენს ჯანდაცვის სისტემას, ამოვასუნთქოთ, რომ მოვახდინოთ მაღლა მკვეთრად მიმავალი პიკის გარკვეულად გაბრტყელება. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, თუ არა ის, რომ ყველამ ერთად, შეგნებულად შევეცადოთ, მაქსიმალურად შევზღუდოთ ის, რისი შეზღუდვაც შეიძლება ჩვენს პირად და ყოველდღიურ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ყველანაირად მხარს ვუჭერ ბიზნესს და ძალიან კარგად მესმის, რომ ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება მათთვისაც, მაგრამ ჯერჯერობით სხვა არანაირი იარაღი არ გვაქვს არსენალში, რომ როგორმე მოვახერხოთ სიტუაციის კონტროლი, გარდა იმისა, რომ მივმართოთ ისევ ნაცად მარტივ მეთოდს, გავამკაცროთ შეზღუდვები, რომ ამ შემთხვევაში ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ ჯანდაცვის სექტორს”, – განაცხადა ზურაბ გურულმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები