LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სინოვაკით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეიდან იწყება

110
1620733033-სინოვაკი1

საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინაზე – “სინოვაკზე” რეგისტრაცია დღეიდან იწყება. ეპიდემიოლოგების განცხადებით, ის არის ტრადიციული მეთოდით დამზადებული და დადებითად შეფასდა იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის მიერ.

ვაქცინის 100 000 დოზა საქართველომ ჩინეთისგან საჩუქრად მიიღო. ვაქცინა ქვეყნის მასშტაბით 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

რეგისტრაცია დღეს 12 საათიდან იწყება, თავად აცრის პროცესი კი  24 მაისიდან დაიწყება.

აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვით ვებგვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22.

რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ლინკზე:

www.fb.com/ncdcgeorgia/videos/230677695266796

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები