LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმწვანე, ენერგოეფექტური სახლები, საფეხმავლო და ველობილიკები – ნიდერლანდებში პირველი ეკო სოფელი გაშენდება

432
BeFunky-collage (4)

ვისაც ქალაქის სწრაფი და სტრესული ცხოვრებისგან შორს ყოფნა გსურთ, ნიდერლანდებში ნამდვილი სამოთხე გელოდებათ. საქმე იმაშია, რომ ამსტერდამიდან სულ რამდენიმე საათის გზაზე პატარა ეკოსოფელი გაშენდება. 

სოფლის გაშენებასა და დაპროექტებაზე წლების განმავლობაში კომპანია ReGen Villages მუშაობდა. როგორც იდეის ავტორები ამბობენ, სურდათ თანამედროვეობის გამოწვევებს დაპირისპირებოდნენ და შეექმნათ დასახლების ისეთი ტიპი, რომელშიც ადამიანების თანაცხოვრება, საქმიანობა და არსებობა გარემოს საფრთხეს არ შეუქმნიდა.

დიზაინერები მიიჩნევენ, რომ მატერიალური სარგებელი არ ქმნის ადამიანში სულიერ ბედნიერებას, გარემოსდაცვითი პრობლემებისა და მწვანე საცხოვრებლის დეფიციტის ფონზე კი აღნიშნულ სოფელში ადამიანები განსაკუთრებულად იგრძნობენ იმას, რომ ბუნების ნაწილი არიან.

 

ენერგოეფექტური სახლები და მის გვერდით გაშენებული ბოსტანი, გამწვანებული პარკები, ყვავილების ბაღები და ველობილიკები – დიზაინერების მიერ მოწყობილი ეს საოცნებო სივრცე ადამიანების სიმშვიდისა და კომფორტის გარანტიც იქნება.

აქ არ არსებობს გზები და ტრასები მანქანებისთვის. ამასთან, სოფლის მცხოვრებლებს საშუალება ექნებათ საკვების გაფლანგვას თავი აარიდონ და მორჩენილი ნარჩენებით თევზები და ცხოველები დააპურონ.

ენერგოეფექტური სახლების გვერდით შენდება ბოსტნეული, ხილი და ციტრუსები. პროექტის მიხედვით, სოფლეში 300-მდე სახლი აშენდება. ღირებულება 200 000-დან 850 000 ევრომდე მერყეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები