LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა ეს ამბავი” – ალეკო ელისაშვილი “გირჩისა” და არჩილ თალაკვაძის შეხვედრაზე

137
ალეკო 2

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი მმართველი გუნდისა და “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის – იაგო ხვიჩიას შეხვედრას ეხმაურება.

მან ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ ეს ამბავი არ მოეწონა.

ელისაშვილის თქმით, არ მოეწონა „ასე შეხვედრა“, რადგან ზოგადად დახურული შეხვედრები არ მოსწონს და „მით უფრო ასე, ცალ-ცალკე, როდესაც საერთო ფორმატი არსებობს“.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოეწონა, იაგო ხვიჩიამ ამ შეხვედრის შესახებ ღიად ისაუბრა, რადგან, „როგორც აღმოჩნდა, იქ იყვნენ სხვები, რომლებიც არ ამბობენ, იყვნენ თუ არა შეხვედრაზე“.

„რა თქმა უნდა, ხელისუფლება ხვდება, რომ რაღაცაზე უნდა მოილაპაკოს და, როგორც ჩანს, უნდა, ოპოზიციური ერთობა გათიშოს და ცალ-ცალკე დაელაპარაკოს, რაღაცა ფონი შეიქმნას“.

შეგახსენებთ, “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ის არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. არსებული ინფორმაციით, მმართველ გუნდს სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეხვდნენ, თუმცა ამაზე ხმამაღლა არ უსაუბრიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები