LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სილამაზის კონკურსების ორგანიზატორს თბილისში მანქანა დაუწვეს (ვიდეო)

shermadini

სილამაზის კონკურსების ორგანიზატორს, ეკა მგალობლიშვილს, მანქანა დაუწვეს. მისი მეგობარი, ნინი შერმადინი, სოციალურ ქსელში შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს და წერს:

„გავიღვიძე და დამხვდა ეს ამბავი…. არ ვიცი, რა ვთქვა, შიში არ ქვია ამ გრძნობას, უფრო თავზარი დამეცა, როცა დავინახე, ზუსტად სახლის ფანჯრების წინ როგორ დაუწვეს მანქანა ჩემს დაქალს, ადამიანს, რომელსაც მტერი არ გააჩნია… ადამიანს, რომელიც მოსიარულე სიკეთე და ქველმოქმედებაა… იმედია, გამოძიება დაადგენს, ვისი ნამოქმედარია და მკაცრად დასჯის არა იმიტომ, რომ მანქანა დაწვა, იმიტომ, რომ ამდენ ხალხს საფრთხე შეუქმნა… ძალიან მტკივა გული, ამდენ გაბოროტებულ ადამიანს რომ ვხედავ ჩემ პატარა ქვეყანაში. ნუ გეშინია, ეკუ, ყველაფერი გაირკვევა და ყველაფერი მაგრად იქნება“.

თავად ეკა კი ასე აღწერს მომხდარს:

„4 წლის უკან, ვიღაც X- მა გადაწყვიტა, ჩემი მანქანა დაეწვა, რომელიც მეზობლების წყალობით გადარჩა. მიუხედავად კამერებიდან ამოღებული მასალისა, დამნაშავე მაინც თავისუფლად და ლაღად დააბიჯებს ქუჩებში. დღეს გამთენიისას კი აისრულა საწადელი და მანქანა სრულიად დაწვა, აგრეთვე დააზიანა ირგვლივ მყოფი ავტომობილები. მანქანა დაზღვეული მაქვს, მაგრამ ყოველ წუთს უნდა მეშინოდეს???!!! არასოდეს არანაირ თემაზე არ ამომიღია ხმა, არ გავჩერდები, ვიდრე დამნაშავე დასჯილი არ იქნება!!!! შენ კი საჯაროდ მოგმართავ, გამოჩნდი და გაგვაგებინე, რა გინდა??? მანიაკო და ბოროტო ადამიანო!!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები