LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სილამაზის ატლასი: ქართველი ნათია და სხვადასხვა ეროვნების ეშხიანი გოგონები (ფოტოპროექტი)

946
kla

რუმინელი ფოტოგრაფი მიშელ ნოროში მსოფლიოში მოგზაურობს და ჩვეულებრივ გოგონებს ფოტოებს უღებს. მის ფოტოობიექტივში არ ხვდებიან მოდელები და კინოვარსკვლავები. ფოტოგრაფი თავის  ფოტოპროექტში – The Atlas Of Beauty – მსოფლიოში მცხოვრები გოგონებისა და ქალების სილამაზეს ასახავს, რომლებიც ნამდვილად გამორჩეულები არიან.

 

ფარნუში, ირანი. იგი ვიოლინოზე უკრავს, ფოტო პირველი კონცერტის დაწყებამდე გადაუღეს

 

ულიანა, უკრაინა. გოგონა უბედური შემთხვევის შემდეგ, ეტლს მიეჯაჭვა, თუმცა არ დანებდა

 

უპომა, ბანგლადეში. ფოტოგრაფმა აღნიშნა, რომ აქ ყველა ლამაზად არის ჩაცმული და ყოველთვის მზად არიან ფოტოების გადასაღებად

 

ნადინი, მექსიკა. მას უნიკალური მემკვიდრეობა აქვს, მასში ევროპული, აფრიკული და ინდიელების სისხლი ურევია

 

ჰასა, ერაყი. ის სირიიდან ლტოლვილია და საკმაოდ რთული ცხოვრება გაიარა. მისი მრავალი ნათესავი ომში დაიღუპა, თვითონ კი სასწაულებრივად გადარჩა

 

ბესტი, თურქეთი. ფოტოგრაფის თქმით, გოგონა მღეროდა, როდესაც მას გაეცნო და ფოტო გადაიღო

 

ნათია, საქართველო. ნათია კრიმინოლოგიას სწავლობს და ამბობს, რომ ერთ დღეს FBI–ს თანამშრომელი გახდება

 

ფარზონა, ტაჯიკეთი. ფოტოგრაფმა შეამჩნია, რომ ახალგაზრდა გოგონა საოცრად ჰგავს მსახიობ ოდრი ჰეპბერნს

 

დილიანა, ბულგარეთი. 16 წლიდან მუშაობდა ყვავილების მაღაზიაში, შემდეგ კი საკუთარი გახსნა. როგორც ფოტოგრაფს უყვება, მას იმდენად უყვარს თავისი საქმე, რომ საერთოდ არ იღლება

 

დანიელა, პორტუგალია. მას ანგოლური წარმოშობა აქვს

 

ლიდა, აშშ. ლიდა დამწყები მუსიკოსია

 

გოშანი, ერაყი. სადამ ჰუსეინის მმართველობის დროს ინგლისში ემიგრაციაში წავიდა, თუმცა შემდეგ კვლავ დაუბრუნდა სამშობლოს და მასწავლებელი გახდა

 

ელიანისი, კუბა. ფოტოგრაფმა აღნიშნა, რომ ელიანს ყველა მონაცემი აქვს წარმატებული მოდელი გახდეს და ჟურნალების ყდებზე მისი ფოტოები დაიბეჭდო , თუმცა ეს მის ინტერესში არ შედის, მას სურს მედდა გახდეს

 

დანია, იორდანია. ის SheFighter- ში ტრენერად მუშაობს და ქალებს თავდაცვას ასწავლის

 

მალიკა, იტალია. შეეძლო გამხდარიყო მოდელი, თუმცა იმდენად უყვარს ბუნება, სურს მკვლევარი გახდეს

 

სონა, ჩინეთი. ავტორმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, ჩინეთში ბევრი არ არის ფოტოების გადაღების წინააღმდეგი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები