LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიკვდილზე არასდროს ვფიქრობ, ვფიქრობ მხოლოდ იმაზე, რომ დიდხანს ვიცოცხლებ – ხათუნა ჟორდანია (ვიდეო)

405
susi

ხათუნა ჟორდანიამ მისი ავად­მყო­ფო­ბის შე­სა­ხებ გა­და­ცე­მა “პრო­ფილ­ში” ისა­უბ­რა.

მისი დი­აგ­ნო­ზი მარ­ჯვე­ნა ფილ­ტვის სიმ­სივ­ნეა.

“შარ­შან, ძა­ლი­ან მახ­ვე­ლებ­და, ისე, რომ ვიხ­რჩო­ბო­დი… დიდ­ხანს ვით­მენ­დი, რად­გან არ მიყ­ვარს ექი­მებ­ში სი­ა­რუ­ლი. გა­უ­საძ­ლი­სი რომ გახ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, ნი­ნიმ მო­ტყუ­ე­ბით წა­მიყ­ვა­ნა ექიმ­თან. გა­და­მი­ღეს ფილ­ტვებ­ზე და მი­თხრეს, რომ რა­ღაც არ მოს­წონ­დათ.. ბი­ოფ­სი­ის გა­გო­ნე­ბა­ზე მივ­ხვდი, რომ კარ­გი არა­ფე­რი მჭირს.

ჩემი ავად­მყო­ფო­ბით ახა­ლი ეტა­პი და­ი­წყო ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში და ზუ­რას­გან მო­ზღვა­ვე­ბულ სიყ­ვა­რულს ვგძრნობ. არ ვიცი ვე­ცო­დე­ბი, თუ… თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლია.

მისი თქმით, ამ ეტაპ­ზე მკურ­ნა­ლო­ბის პირ­ვე­ლი კურ­სი და­ას­რუ­ლა და შე­დე­გი კარ­გი აქვს.

 

„ყველაზე მძიმე ქიმიათერაპიის შემდეგ მდგომარეობაა. ახლა მაქვს დაახლოებით ორი თვეა ასეთი პერიოდი, ვარ ცუდად, პერიოდულად ვხვდები საავადმყოფოში, სადაც მიკეთებენ გადასხმებს რომ მომაძლიერონ. მიჭირს სიარული. თუმცა ეს ყველაფერი არის გასავლელი და გავივლი აუცილებლად. მომწონს კიდეც რომ ხელის გულზე მატარებენ. ერ­თა­დერ­თი, რი­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მე­ში­ნო­და, ეს და­ა­ვა­დე­ბაა… მა­მა­ჩემ­მა იცო­და, ეს ისე­თია მა­მა­ლი მგლის არ ეში­ნი­აო, არაფ­რის შემ­ში­ნე­ბია, ამის გარ­და. სულ მქონ­და ტვინ­ში, რომ მე ეს არა­სო­დეს და­მე­მარ­თე­ბა.

უმ­ძი­მე­სია ეს ეტა­პი. პე­რი­ო­დუ­ლად ყუ­რე­ბი ჩა­მოყ­რი­ლი მაქვს ხოლ­მე, მაგ­რამ სიკვდილზე არასდროს ვფიქრობ, ვფიქრობ მხოლოდ იმაზე, რომ დიდხანს ვიცოცხლებ”,- თქვა ხათუნა ჟორდანიამ.

https://www.facebook.com/talkshowprofili/videos/876745472828977/?v=876745472828977

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები