LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიკვდილის ხე – ყველაზე საშიში ხე მსოფლიოში

886

1999 წელს რადიოლოგი ნიკოლა სტრიკლენდი დასასვენებლად  ტობაგოზე გაემგზავრა, სამოთხის მსგავს ტროპიკულ კუნძულზე,სადაც სრული სიმშვიდე და თვალუწვდენელი პლაჟებია. პირველი დღე თეთრ ქვიშაში ნიჟარების მოძებნაში გაატარა, შემდეგ კი შვებულება უარესობისკენ შეიცვალა.

ქოქოსის პალმებისა და მანგოების ჩრდილში სეირნობისას სტრიკლენდმა და მისმა მეგობარმა ტკბილი სურნელის მქონე ხილი აღმოაჩინეს, ორივემ დაუფიქრებლად გადაწყვიტა, გემო გაესინჯა. სიტკბო რამდენიმე წამში საშინელმა გემომ შეცვალა, მოეჩვენათ, რომ საშინლად ცხარე წიწაკა ჭამეს, პირი და ყელი ეწვოდათ და ნერწყვის გადაყლაპვაც არ შეეძლოთ.

აღმოჩნდა, რომ მათ ხილი მანჩინილის ხიდან მოწყვიტეს, სხვანაირად „პლაჟის ვაშლს“ ან „მომწამვლელ გუავას“ უწოდებენ. ესპანურად კი ხეს arbol de la muerte ჰქვია, ანუ „სიკვდილის ხე“. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში არსებული ინფორმაციით, მანჩინილი მსოფლიოში ყველაზე საშიში ხეა, მისი ყველა ნაწილი მომწამვლელია და ხილის ჭამა, შესაძლოა, ლეტალური შედეგითაც დასრულდეს. ხე გამოიმუშავებს სქელ, რძის მსგავს ტოქსინებით გაჯერებულ წვენს, რომელიც ჟონავს ხის ყველა ნაწილიდან – ნაყოფიდან, ფოთლებიდან, ტოტებიდან… მისი სხეულზე მოხვედრის შემთხვევაში კი დამწვრობის მსგავსი ბუშტუკები ჩნდება.

თუ წვიმის დროს მანჩინილის ქვეშ დადგებით, წვიმის წვეთებს დიდი რაოდენობით ჩამოაქვთ მიმწამვლელი წვენი და ამიტომ, კანის მძიმედ დამწვრობას მიიღებთ.

თუ ტროპიკულ კუნძულზე დასვენებას გადაწყვეტთ, ყურადღებით იყავით, „სიკვდილის ხეებთან“ საგანგებო გამაფრთხილებელი ნიშნებიც უნდა იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები