LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიღნაღის ერთ-ერთ რესტორანში ხანძარია – არიან თუ არა დაშავებულები

128
ხანძარი

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სიღნაღში მდებარე რესტორან “ნიკალაში” ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ობიექტის სახურავს ეკიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტეს, რომ ჯგუფი ადგილზე შეტყობინების შესვლიდან მალევე გამოცხადდა. მათივე ცნობით, ხანძრის ჩასაქრობად 5 სახანძრო მანქანის მისვლა გახდა საჭირო.

უწყებაში განმარტავენ, რომ ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია, ამჟამად კი სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. 

როგორც ცნობილია, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, რესტორნიდან და სასტუმროდან სტუმრები და პერსონალი მალევე გამოიყვანეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები კი ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები